მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ! - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკაშირებით ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებას.
ხაზარაძის თქმით, "რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად" ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებით გაცხადდა.
"რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!" რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა!
დღეს კი, ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, "ჰესბოლას" გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!
მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ! არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ!" - აცხადებს ხაზარაძე.
ცნობისთვის, დღეს, 29 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press