უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, მომავალ თვეში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი ჩაშალოს.
როგორც ზელენსკი ამბობს, ამ მიზნით, კრემლი ახორციელებს ზეწოლას ქვეყნებზე, რომ უარი თქვან შეკრებაზე, რომელიც მიზნად რუსეთის აგრესიული ომის განხილვას ისახავს.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, უკრაინის პრეზიდენტს სურს, რომ სამიტმა, რომელიც დაგეგმილია 15-16 ივნისს შვეიცარიაში, შექმნას ფრონტი რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად და მისი "მშვიდობის ფორმულის" წინსვლისთვის, რომელიც რუსული ჯარების გაყვანასა და უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღდგენას მოითხოვს.
"რუსეთი ვეღარ შეძლებს სამიტის ჩაშლას, თუმცა ძალიან ცდილობს ამის გაკეთებას. ახორციელებს ზეწოლას ლიდერებზე, ღიად ემუქრება სხვადასხვა ქვეყანას დესტაბილიზაციის გზით. და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმისა, რომ მსოფლიო ტერორისტულ სახელმწიფოს ძალიან დიდ დროს უთმობს",- განაცხადა ზელენსკიმ ერთ-ერთი ბოლო ვიდეომიმართვისას.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობის, პარლამენტის და სხვა ინსტიტუტების ოფიციალური პირები მუშაობენ მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ სამიტი იყო "ნამდვილად ეფექტური, რაც საჭიროა რეალური მშვიდობისთვის".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press