მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა - დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის განცხადებით, "არჩევანი მარტივია - საქართველო ან მსოფლიოს პროგრესული ნაწილის მხარდამხარ სვლას აგრძელებს, ან რუსეთის მონობას თანხმდება".
"ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს - კონსტიტუციას ვიცავთ, მყარად ვადგავართ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებასა და მსოფლიოს პროგრესული ნაწილის მხარდამხარ სვლას ვაგრძელებთ ან რუსეთის მონობას ვთანხმდებით.
ვამაყობ თქვენით და თქვენი იმედი მაქვს! თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ, წინა თაობა გამოგყვებით! მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press