დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერში. განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო,- ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს.
როგორც ორბანი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპი, როგორც პრეზიდენტი, პირველ ადგილზე ყოველთვის აშშ-ს აყენებდა.
"მე ვიცნობ დონალდ ტრამპს, როგორც ღირსეულ ადამიანს. როგორც პრეზიდენტი, ის ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა ამერიკას, მას პატივს სცემდნენ მთელ მსოფლიოში და ის იყენებდა ამ პატივისცემას მშვიდობის დასამყარებლად. დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერში. განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო",- წერს ორბანი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press