"მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის" - ამ ლოზუნგით დღეს, 2 ივნისს თბილისში აქცია-კონცერტი გაიმართება.
როგორც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქველმოქმედო კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათზე დაიწყება.
"საერთო მიზნისთვის ბრძოლაში ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს.
საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი მუსკოსები იმღერებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად.
ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა, დავეხმაროთ ჩვენ თანამებრძოლებს და ერთად შევაგროვოთ ჯარიმების თანხა",- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press