ირანის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილების მისაღებად ქალი, ყოფილი დეპუტატი ზოჰრე ელაჰიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 57 წლის ზოჰრე ელაჰიანი პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ყოფილი წევრი და ორგზის პარლამენტარია.
რეგისტრაციის შემდეგ ელაჰიანმა გამოაცხადა თავისი დევიზი: „ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საზოგადოება“ და პირობა დადო, რომ კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს.
როგორც ირანული მედია წერს, ელაჰიანი მხარს უჭერს ჰიჯაბის ტარების წესს. ის ასევე მომხრე იყო მოძრაობის „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ მონაწილე მომიტინგეების სიკვდილით დასჯის, რის გამოც, მას კანადამ მარტში სანქციები დაუწესა.
ცნობისთვის, ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს არის დაგეგმილი. არჩევნები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press