ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
ექსპრეზიდენტის თქმით, "ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს".
"ნაციონალურ მოძრაობას" მე მინდა მოვუწოდო, რომ დავთვალოთ, რამდენი რეიტინგები აქვს ყველა პარტიას და ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს... ნახევარი ჩვენი, რა რეიტინგიც დაჯდება წინასწარ, კვოტები გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ. ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა",- თქვა სააკაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press