პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" აწერენ ხელს.
ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
ამ დროისთვის "ქართულ ქარტიას" ხელი უკვე მოაწერეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ახალის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "დროას", "მოქალაქეების", "რესპუბლიკური პარტიის", "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press