პარტია "ლელო" უერთდება [ქართულ] ქარტიას, ეს ქარტია არის პრაქტიკულად ადამიანების და პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, "ლელო" იქნება ყველგან სადაც იქნება "ერთობა და არა ერთიანობა".
"პარტია "ლელო" უერთდება ქარტიას, ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი და ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ასრულებს კრემლის და პუტინის დავალებებს.
პარტია "ლელო" იქნება ყველგან, სადაც ერთობა იქნება და არა ერთიანობა, ეს არის ერთობა და არა ერთიანი სია ან გაერთიანება, ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა იმ ადამიანთან ერთად, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც განუწყვეტლივ, თვეზე მეტია აპროტესტებს რუსულ ხელისუფლებას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press