ევროპარლამენტარი თიის როიტენი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ხელის მოწერის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც როიტენი აღნიშნავს, "საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს".
"ქართულმა ოცნებამ" ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - თუმცა საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს", - წერს როიტენი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press