სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფორმაცია, ელექტრონულ ფოსტებზე მისულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, ტყუილია.
„აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით",- განაცხადა კობახიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press