თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" პოლიტიკურ სპექტრში "არანაირი ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია".
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მარცხისთვის არიან განწირულები".
"ქარტიის შემქნით არაფერი შეიცვლება. ვიცით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები რას წარმოადგენენ. ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომელთა მთავარი მიზანია, ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი მოძრაობები და პოლიტიკოსები მარცხისთვის არიან განწირულები. ძალიან კარგია მათი ერთად შეყრა, ისინი რეალურად ერთ ხაზს წარმოადგენენ, ერთი პატრონი ჰყავთ, ეს გადაწყვეტილებაც ამის დასტურია“,- განაცხადა კალაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press