ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, პარტნიორებმა უშუალოდ ნახეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი, რომელსაც "თავს დაესხა ბანდიტური ჯგუფი, რაც პარტნიორებში უკიდურეს შეშფოთებას იწვევს".
"საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები თბილისში ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების ოფისში, სამოქალაქო აქტივისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ამ შემთხვევაში მათ ნახეს უშუალოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, რომელიც გახდა ბანდიტური დაჯგუფების თავდასხმის სამიზნე რამდენიმე დღის წინ, რამაც გამოიწვია კონკრეტული დაზიანებები, როდესაც აქ იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შვილთან ერთად და ბუნებრივია, ეს იწვევს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რაც გახდა სწორედ საფუძველი იმის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უწევთ საუბარი ინდივიდუალურ სანქციებზე, რომელიც უნდა დაწესდეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ცდილობენ, ჩვენს ქვეყანას წაართვან ევროატლანტიკური მომავალი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press