ევროკავშირის სტრატეგია ტაქტიკურად წარუმატებელია, ვერ ვხვდებით, რომ ცეცხლს ვეთამაშებით, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ორბანის თქმით, დასავლეთი უკრაინას უფლებას თუ მისცემს, დაარტყას რუსეთს დასავლური შეიარაღებით, ამას რუსეთისგან ძლიერი პასუხი მოჰყვება, რითაც კონფლიქტში ნატოს ჩართვის რისკი გაიზრდება.
„ევროკავშირის იდეა სამშვიდობო პროექტზე დაიბადა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ გააცნობიერა, რომ კიდევ ერთ ომს ვერ გადაურჩებოდა. ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა არის ევროპის სტრატეგიული ინტერესი და მოვუწოდოთ ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს ყველაფერი არასწორია და საზოგადოებრივ აზრს მშვიდობა სურს და არა ომი, რომელიც არ არის პოლიტიკური თამაში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press