უკრაინის მიერ რუსეთში მდებარე სამიზნეებზე გერმანული შეიარაღების გამოყენება რუსეთთან ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცის თქმით, უკრაინის უფლებაა, გამოიყენოს დასავლური შეიარაღება, რითაც კიევი შეძლებს, რუსული თავდასხმებისგან დაიცვას თავისი მსხვილი ქალაქები.
ამასთან, შოლცმა დასძინა, რომ უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების რუსეთში გამოყენებაზე უფლების მინიჭების საკითხი, გერმანიის მოკავშირე მეგობრებთან დეტალურად იქნა განხილული.
„აშშ-ის პრეზიდენტმა როგორც თქვა, საუბარია მხოლოდ მსხვილი ქალაქების დაცვის შესაძლებლობაზე, მაგალითად ხარკოვზე“, - განაცხადა შოლცმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press