ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი შემდეგია: მე მაქვს თქვენი ერისადმი უდიდესი პატივისცემა და ვიცი, რამდენად მამაცები ხართ, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა, ჯო უილსონმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯო უილსონმა აღნიშნა, ამერიკელი ხალხი ქართველი ერისადმი თბილ დამოკიდებულებას გამოხატავს.
"ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი შემდეგია: მე მაქვს თქვენი ერისადმი უდიდესი პატივისცემა და ვიცი, რამდენად მამაცები ხართ. მე ვიყავი თბილისში და ვნახე ეს ულამაზესი ქალაქი, სადაც ვნახე არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ადამიანები. მე ეს ვიზიტი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მქონდა და მე მათი ავღანეთსა და ერაყში ბრძოლისთვის მადლიერი ვარ. ჩემი ბიჭებიც მსახურობდნენ ავღანეთსა და ერაყში და მეუბნებოდნენ, რომ მათ ქართველებთან ერთად მათ გვერდით ბრძოლა უნდოდათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკელი ხალხის თბილ დამოკიდებულებას ქართველი ერისადმი", - განაცხადა უილსონმა "ფორმულასთან".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press