ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინეთმა რატომ არ დაუჭირა მხარი გაეროს რეზოლუციას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს რეზოლუცია სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ ეხებოდა.
„ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, ჩინეთი აღიარებს საქართველოს. თქვენ შეიძლება, არ გსიამოვნებდეთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მესმის რომ გწყინთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას",- მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის" ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელსაც 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მხარდამჭერთა შორის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი არ ყოფილა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press