ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ "მუქარის ფაქტით" რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზად არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები.
"ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს, რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები",- თქვა კობახიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press