ისრაელი ჩრდილოეთში უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი ჩრდილოეთში უსაფრთხოებას აღადგენს.
„ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს და ჩვენ ხელშეკრულები დავსხდებით, დიდი შეცდომა დაუშვა. მიწა გუშინ დაიწვა და მოხარული ვარ, რომ ჩააქრეთ, მაგრამ მიწა ასევე დაიწვა ლიბანში. ჩვენ მზად ვართ ძალიან ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში. ასეა თუ ისე, ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთში“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის თავდაცვის ძალების 769-ე ბრიგადის მებრძოლებს, ლიბანის საზღვართან, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციების განსახილველად შეხვდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press