ლიბანის საზღვართან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ისრაელის ხელისუფლება რეზერვისტების რაოდენობას 50 000-ით ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალები აქამდე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში გამოეძახებინა 300 000 რეზერვისტი, ახლა კი 350 000 რეზერვისტის გამოძახება გახდება შესაძლებელი.
Times of Israel-ის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე იქნება.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელი „მომზადებულია უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press