Foto

დონალდ ტრამპი - მესამე მსოფლიო ომთან ახლოს ვართ - ახლა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სახიფათო დროა

ჩვენ ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ახლა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სახიფათო დროა.

"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახსენებს ბირთვულ იარაღს, რადგან უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე საუბრობს და ჯო ბაიდენმა არ იცის, როგორ უპასუხოს ამას. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ მესამე მსოფლიო ომამდე მივა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.