ვაშინგტონი კიევს ნებას არ რთავს, ამერიკული შეიარაღება მოსკოვსა და კრემლზე დარტყმისთვის გამოიყენოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბაიდენმა განმარტა, ამერიკული იარაღის გამოყენება შეიძლება საზღვრის სიახლოვეს, როდესაც საზღვრის მეორე მხრიდან უკრაინაში, კონკრეტულ სამიზნეებზე დარტყმები ხორციელდება.
„ასეთი იარაღის გამოყენება ნებადართულია რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, საიდანაც რუსული შეიარაღება უკრაინაში კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რუსეთში 200 მილის სიღრმეში, ასევე, მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმების განხორციელებაზე ნებას არ ვრთავთ“, - განაცხადა ბაიდენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press