უკრაინელების ინტერესშია, რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროპა და მთელი მსოფლიო ჩართონ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, უკრაინელები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტი ქვეყნის ჩართვას შეძლებენ რუსების წინააღმდეგ თავიანთ ომში, მით მეტია მათი გამარჯვების შანსი.
„უკრაინის ეროვნული თვალსაზრისით, ომის ესკალაცია ლოგიკურია. მეორე მხრივ, უნგრელებმა იციან, რომ ომისგან შორს უნდა იყვნენ, რადგან მასში შესვლა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ზუსტად იცის, რა ისტორიულ სიღრმეებს და გეოპოლიტიკურ ჰორიზონტს ხსნის მისი წინადადებები. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის გავრცელების შესაჩერებლად“, - განაცხადა ორბანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press