უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ეს ომი რუსეთის მიერ დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის და აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს.
„ეს ომი რუსეთის მიერ დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, მოკვლას და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას.
ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ამასთან გაეროს წესდებაში ჩაწერილია, რომ თუ თავს დაგესხნენ უფლება გაქვს თავი დაიცვა. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press