Foto

პუტინი - რუსეთს უკრაინაში გამარჯვებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება

რუსეთს უკრაინაში გამარჯვებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს შეეძლო ბირთვული იარაღის გამოცდა, თუმცა ამის საჭიროება ახლა არ დგას.

„ასეთი იარაღის გამოყენება შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში - ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში. არ მგონია, რომ ახლა ეს შემთხვევა იყოს. ასეთი საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა პუტინმა.