Foto

ფიცო - ჩემი მკვლელობის მცდელობა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას უკავშირდება

ურთიერთობა ჩემს წარმომადგენლებსა და პარტნიორებს შორის ევროკავშირიდან და ნატოდან დაიძაბა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

როგორც ფიცომ აღნიშნა, მას დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ მასზე თავდასხმა იგეგმებოდა და ამის შესახებ ევროკავშირს და ნატოსაც აცნობა.

„ურთიერთობა ჩემს წარმომადგენლებსა და პარტნიორებს შორის ევროკავშირიდან და ნატო-დან დაიძაბა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც ჩვენ უარი განვაცხადეთ უკრაინისთვის რაიმე სამხედრო დახმარების მიწოდებაზე სახელმწიფო მარაგებიდან“, - განაცხადა ფიცომ.