ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
"საქართველო: ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, "სამხრეთ ოსეთში" ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს სტანო.
შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press