ზაფხულის სეზონი ყველასთვის დასვენებასა და მოგზაურობასთან ასოცირდება. სტატისტიკურად, ზაფხულში ავტომობილების გადაადგილება ყველაზე მაღალია სხვა სეზონებთან შედარებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს.
„თეგეტა მოტორსი“ ზრუნავს მძღოლების უსაფრთხოებაზე და მათ აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ შეამოწმონ საკუთარი ავტომობილები ზაფხულის მოგზაურობის დაწყებამდე. შეთავაზებაში შედის როგორც სავალი ნაწილისა და აკუმულატორის რესურსის ისე, - ანტიფრიზის, სამუხრუჭე სითხის დონისა და საბურავის შემოწმება.
აღნიშნული სერვისების აუცილებლობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ ზაფხულში მოგზაურობისას სხვადასხვა გარემოში და განსხვავებული რელიეფის მქონე გზებზე გვიწევს გადაადგილება. ამიტომ ავტომობილი შემოწმებული და მომზადებული უნდა გვყავდეს ყველა გამოწვევისთვის.
ამისთვის საჭიროა, განვიხილოთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის სხვადასხვა ნაწილის შემოწმება ზაფხულის ცხელი დღეებისთვის.
საბურავი
ავტომობილის აგებულებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია საბურავი, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს ეხება, და ის სეზონურია. საბურავის სეზონურობა საკმაოდ საყურადღებო ფაქტორია. დაუშვებელია ზაფხულში ზამთრის სეზონის საბურავებით გადაადგილება, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში მხოლოდ ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებია მაქსიმალურად ეფექტური. მისი ქიმიური შემადგენლობა და დამზადების ტექნოლოგია განაპირობებს იმას, რომ მაღალ ტემპერატურაზე აქვს კარგი მოჭიდება, შესაბამისად, მცირდება სამუხრუჭე მანძილი და გადაადგილებაც უფრო უსაფრთხო და კომფორტულია. „თეგეტა მოტორსში“ შეამოწმებენ საბურავის პროტექტორის ზომას, საბურავის ასაკსა და სეზონთან შესაბამისობას.
აკუმულატორი
სეზონური ცვლილებისას უნდა შემოწმდეს აკუმულატორიც, რომელიც ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა. მასში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე, რაც განაპირობებს ენერგიის წარმოქმნას და აკუმულირებას, ძალიან დიდ გავლენას ახდენს გარემო ტემპერატურა, რადგან ზამთარში ავტომობილს დაბალი ტემპერატურის გამო დიდი ენერგია სჭირდება დასაქოქად. აკუმულატორში მიმდინარე ქიმიური რეაქციაც შედარებით ნელდება დაბალი ტემპერატურის გამო და საკმაოდ დიდ რესურსს მოიხმარს. შესაბამისად, ზამთრის დასრულების შემდეგ, აუცილებელია, რომ შევამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ, რადგან თავიდან ავირიდოთ მოულოდნელად მისი მწყობრიდან გამოსვლა.
სამუხრუჭე სითხე
ავტომობილით შორ გზაზე წასვლამდე სითხეების შემოწმებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სამუხრუჭე სითხე. თუკი მას ექსპლუატაციის დიდი პერიოდის გამო დაკარგული აქვს თვისებები, ან მისი დონე არ არის დამაკმაყოფილებელი, ავტომობილით გადაადგილება საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
ანტიფრიზი
დიდი როლი აქვს ანტიფრიზს ძრავის გამართულად მუშაობისათვის. ის იცავს ძრავის გაგრილების სისტემის ნაწილებს კოროზიისგან, ცვეთისა და გადახურებისაგან. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ანტიფრიზის დონე იყოს დამაკმაყოფილებელი. ამით ავტომობილის მოულოდნელი დაზიანებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დავიცავთ თავს.
სავალი ნაწილი
მოგზაურობის დაწყებამდე სავალი ნაწილის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახალი დეტალებით ჩანაცვლება უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების წინაპირობაა.
ყველა მძღოლი, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც საკუთარ, ისე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოებას, აუცილებლად ამოწმებს და ცვლის ყველა საჭირო დეტალს, რათა თითოეული მგზავრობა ავტომობილით მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული იყოს.
__
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press