ძვირფასო მეგობრებო, მადლობა წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ფოტიგა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ვადით ვერ მოხვდა ევროპარლამენტში, ის მაინც საერთო მიზნების ერთგული რჩება.
„ძვირფასო მეგობრებო, მადლობა წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, მე მაინც ჩვენი საერთო მიზნების ერთგული ვარ და გავაგრძელებ აქტიურ მონაწილეობას. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ამ პარასკევს ვილნიუსში!“ - წერს ფოტიგა X-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press