ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლას მთელი ეპოქა დასჭირდება და ეკლიანი იქნება, რადგან აშშ ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, BRICS-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ლავროვი აღნიშნავს, "სანქციების ზეწოლისა და ფინანსური შანტაჟის საშუალებით ისინი ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სუვერენული სახელმწიფოების განვითარების მოდელებისა და სავაჭრო პარტნიორების არჩევაზე".
"გლობალურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ახალი ცენტრები ჩნდება გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან. ეს ქვეყნები მხარს უჭერენ უფრო სამართლიან ცხოვრების წესს, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობასა და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას. სანქციების ზეწოლისა და ფინანსური შანტაჟის საშუალებით ისინი ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სუვერენული სახელმწიფოების განვითარების მოდელებისა და სავაჭრო პარტნიორების არჩევაზე. დასავლეთი არ ერიდება ძალის გამოყენებას. ყველამ იცის მაგალითები", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press