პოლონეთში, მესკოს იარაღის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აფეთქების დროს ცენტრში სამი ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც ერთმა გასვლა მოასწრო, ერთი დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო 59 წლის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.
ამასთან, უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„აფეთქება სარაკეტო საწვავის ცენტრში მოხდა, რომელიც ექსპლუატაციაში რამდენიმე წლის წინ შევიდა“, - განაცხადა ქარხნის მენეჯერმა, ელზბიეტა შრენიავსკამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press