დღეს არავის შეუძლია თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ომი დასრულდება, ჩვენ აღვადგენთ უკრაინას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შოლცი აღნიშნავს, როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა იქნება უფრო ძლიერი და თავისუფალი, ვიდრე აქამდე იყო.
„უკრაინისთვის და გერმანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დღევანდელ კონფერენციას დასწრებოდნენ რეგიონების, მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ვსაუბრობთ აღდგენაზე და აღდგენის შესაძლებლობებზე. ვფიქრობ უკრაინელებზე, რომლებმაც რუსეთის ტერორისგან თავშესაფარი ჩვენს ქვეყანაში იპოვეს. მილიონზე მეტი შემოვიდა გერმანიაში. დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ომი დასრულდება. ჩვენ აღვადგენთ უკრაინას. ის იქნება უფრო ძლიერი, თავისუფალი და უფრო აყვავებული, ვიდრე აქამდე იყო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში. დიდება უკრაინას“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press