როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია სირცხვილია, JamNews-ი თქვენ კოლეგებს კეფაში ტყვიით, რომ ემუქრებოდნენ, თქვენ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და პაპუაშვილს ჰკითხა, მომხდარის გამო, გრძნობდა თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა, "ვინც ტერორში იქნება" ჩართული იქნება მხილებული.
"სამარცხვინო ტყუილები ისმოდა თქვენგან, რა მოწოდებაზე საუბრობთ? არ გრცხვენიათ? დიახ, როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია სირცხვილია, JamNews-ი თქვენ კოლეგებს კეფაში ტყვიით, რომ ემუქრებოდნენ თქვენ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, ამას დაუფიქრდით თუ შეიძლება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბერძენიშვილი სამედიცინო დაწესწებულებაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press