თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებულები დადიხართ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს.
"ყველას მინდა გითხრათ მადლობა, ეს არის ჩემი სურვილი და მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატო იმისთვის, რაც თქვენ, ახალგაზრდებმა გააკეთეთ. თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი. დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან შეგნებული ძალიან ცოცხალი, შეგნებული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა, რომელმაც იცის რა ელის ქვეყანას, რა დღეშია, რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის, როგორი უნდა ამ თავისი ქვეყნისთვის. ჩვენ ბევრს გვეგონა, რომ ახალგაზრდობა ფიქრობდა უფრო თავის მატერიალურ ბედზე, თავის კერძო ინდივიდუალურ მომავალზე, თუმცა არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით თქვენს სამშობლოზე. ეს თქვენ შეძელით და დაგვანახეთ და არა მხოლოდ დაგვანახეთ არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებას, თქვენ ეს დაანახეთ მსოფლიოს. ისეთი სურათი გააშუქეთ საზღვრების იქეთ, რომ ის ეჭვები რაც არსებობდა საქართველო მიმართ, რომ არ ვიცით საითკენ მიდის ქვეყანა, ნუთუ გადაუხვიეს თავის გზას და უცებ თქვენი დანახვით და ყოველდღიური ბრძოლით ეს უცებ გადაიქცა უაღრესად პოზიტიურ სურათად.
ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიოდნენ ყოველდღე და ღამე იმისთვის, რომ თქვან: ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, ჩვენ არ გვინდა რუსული მომავალი. ან რუსულ ყაიდაზე გადაყვანილი საქართველოს მომავალი და თქვენ შეძელით, რომ დაენახათ თქვენი კრეატიულობით, თქვენი სილაღით, მხიარულობით, ქართველობით, ეროვნულობით და ევროპულობით და დაანახეთ ყველას, მსოფლიოს, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება დღეს ვინმე ფიქრობდეს, რომ რა საქმე, ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ ის რუსული კანონი და აბა დღეს რა არ ვქნათ.
თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებულები დადიხართ. ეს ახალგაზრდები საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ და თქვენთან ერთად არიან. ის ახალგაზრდები სწორედ გეუბნებიან რომ თქვენ უკვე გაიმარჯვეთ. ეს ერთი კანონი არაფერია, კი მიღებულია ბოლომდე, მაგრამ ამ ერთი კანონის და ბევრი სხვა კანონში, რომელიც სხვათა შორის არანაკლებადა რუსულია ამ ყველა კანონის გაუქმება შეიძლება ერთი ხელის მოსმით, ერთი პარლამენტი სხდომით და ეს უკვე წერია ქართულ ქარტიაში. ეს უკვე გადაწყვეტილია და ხელმოწერილია. ფაქტობრივად ყველა იმ პარტიებისგან, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული და მათი პროევროპულობა ჩვენ არავის ისე არ ვენდობით, დასტურდება, როდესაც რეალურად პარლამენტში ამ კანონებს ყველას გააუქმებენ....
ცხადია, ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე - გადის არჩევნებზე. სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში და სხვა გზა არ არსებობს. საქართველოში ამ დღევანდელ მდგომარეობაში. არჩევნები ეს არის ძალიან დიდი ბედი ჩვენთვის, შანსი, რომ არჩევნები კარზე დგას. ამ არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გაქვს, დრო გაქვთ, დრო გვაქვს ერთად. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია. ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არაა, ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რასაც საქართველო ამბობს არამხოლოდ 30 წელია, რასაც საქართველო ამბობდა სულ მუდამ - ეს ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები, არის მისი ღირებულებები. რომ არ შეიძლება, ეს ღირებულებები ვინმემ შეუცვალოს გარედან, არ შეიძლება, რომ გარუსდეს საქართველო, არ შეიძლება, რომ არიყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. ეს არის ჩვენი არჩევანი მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ვინმეს კი არ ვირჩევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ [კი, ეს გავა, რომელიმე პარტიის არჩევანზე], მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ამ სამოქმედო გეგმის მეშვეობით - ჩვენ ვირჩევთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press