ბაზისბანკსა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 13 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, რეჟისორ ჯაბა პაპუაშვილის სპექტაკლის „გაკვეთილი“ პრემიერა გაიმართება.
„გაკვეთილი“ არის ამბავი თანამედროვე სამყაროში ძველი და ახალი თაობის მარადიულ დაპირისპირებაზე. სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებია გამეფებული და ადამიანურ ურთიერთობებს ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება უწევს.
„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია. ბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მოხარულები ვართ, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას და წელს უკვე მესამე სპექტაკლის პრემიერას ვთავაზობთ თეატრის მოყვარულებს. მიგვაჩნია, რომ ქართული კულტურის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press