უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკსა და სევასტოპოლთან არსებული სისტემები წარმოადგენდა.
"დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების 2 რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება",- აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.
გენერალური შტაბი ასევე იტყობინება, რომ საბრძოლო მასალა აფეთქდა 3 რაიონში, სადაც საზენიტო-სარაკეტო სისტემები იყო განთავსებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press