სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიაცია, Amnesty International გამოეხმაურა.
როგორც ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშევი აღნიშნავს, "ხელისუფლების ქმედებები შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ".
"სეზიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ათობით ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რაც დაუსჯელი დარჩება.
ხელისუფლებამ ძალადობის ციკლი უნდა დაასრულოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და პასუხისმგებელი პირების, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სამართლიანი სასამართლოს გზით დასჯა უზრუნველყოს", - განაცხადა დენის კრივოშევმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press