ნიდერლანდები უკრაინას მისცემს ნებართვას, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმისთვის გამოიყენოს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ოლონგრენი აცხადებს, აღნიშნული საკითხი კიევის თავდაცვის უფლებას შეესაბამება.
„თქვენ აწარმოებთ ომს აგრესორის წინააღმდეგ. გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ეს არის თავდაცვა. უკრაინა ვიდრე იგერიებს თავდასხმას და იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, თქვენ, ასევე შეგიძლიათ, დაარტყათ სამხედრო ობიექტებს საზღვრის მეორე მხარეს, თუ ეს საჭიროა თავდაცვის მიზნით. თქვენს სამხედროებს აქვთ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press