"საქართველოს ფოსტის" ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.
"საქართველოს ფოსტის" ცნობით, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრმა გოჩა ჯამარაულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფეხბურთელი ვეტერანები და საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები.
"ღონისძიების ფარგლებში, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, გოჩა ჯამარაულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ქართული მარკა მიმოქცევაშია 2024 წლის 12 ივნისიდან და ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 40.000 ერთეული", - ნათქვამია "საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press