Foto

ობრაიენი - საქართველო და სომხეთი არიან დაინტერესებული, დაუახლოვდნენ EU-ს - ეს ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების შემთხვევაშია შესაძლებელი

საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, რომ დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ერთიან ბაზარს, ვფიქრობ, მსგავსი ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ო’ბრაიენმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა, რადგან რუსეთი დგას ისეთი სირთულეების წინაშე, რომლის წინაშეც მომავალ წელს შესაძლოა, არ იდგეს. 

„ეს დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, გვქონდეს სავაჭრო გზა, რომელიც ყაზახეთიდან თურქეთში გაივლის და ხმელთაშუა ან შავი ზღვიდან გამოვა. ეს მარშრუტი შეავსებს უკვე არსებულ მარშრუტს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოში, შავ ზღვასთან გადის. ეს ორი მარშრუტი ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს მსოფლიო ბაზარზე რუსეთისა და ჩინეთისგან დამოუკიდებელ წვდომას მისცემს. ამ შესაძლებლობას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა ბრაიენმა.