აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა. აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის სანქცია დაუწესა 100-ზე მეტ კომპანიას.
"რუსეთი ცდილობს, უზრუნველყოს მასალების წარმოება ომის შესანარჩუნებლად და მსგავსი ქსელებით ცდილობენ, თავი აარიდონ სანქციებს. ეს სანქციები კი, მიზანში იღებს ათზე მეტ მსგავს ქსელს და სანქციებს აკისრებს 90-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press