პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს.
როგორც ბურჭულაძე ამბობს, აღნიშნული პროცესი "მანამდეც ძალიან იწელებოდა პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს".
"პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ, თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.
აღარ წარადგენს, მე როგორც ვიცი, საგარეო იმიტომ, რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი, აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს]...
მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს",- უთხრა ბურჭულაძემ "მთავარ არხს".
მანვე "TV პირველთან" საუბრისას დააზუსტა, რომ მთავრობას პრეზიდენტისთვის ხელის მოსაწერად, მისი კანდიდატურა ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად, არ გადაუგზავნია.
"არ გაგზავნილა ქალბატონ პრეზიდენტთან ჩემი კანდიდატურა... მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არჩევნებამდე არ გადაიგზავნება კანდიდატურები",- თქვა თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან ნატოში ელჩად დანიშვნის შეთავაზება მიიღო.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press