შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმიტომ, რომ ერთდროულად ძლიერი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია გვაქვს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია "საკმაოდ იშვიათი თანაწყობაა".
"მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი არ არის მშვიდი, ჩვენს სიახლოვეს მიმდინარეობს ომი, არის ასევე სხვადასხვა გაურკვევლობა დაკავშირებული, მათ შორის შიდაპოლიტიკურ ვითარებასათან და ტემპერატურა არის აწეული, სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამის საფუძველი არის ჯერ ერთი არსებული სტატისტიკა, იცით, რომ ამ წლის პირველი ოთხი თვის ფაქტიური ზრდა ეკონომიკის არის საკმაოდ ძლიერი, საშუალოდ 9%. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს უკვე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის, ვინც პასუხისმგებელია ფინანსურ სტაბილურობასა და ფასების სტაბილურობაზე, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ერთდროულად გვაქვს ჩვენ დაბალ ინფლაციასთან. ეს არის საკმაოდ იშვიათი თანაწყობა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის დროს, პირდაპირ მინდა ვთქვა, შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმიტომ, რომ ერთდროულად - ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, რომელიც 1%-ის ირგვლივ ტრიალებს",- განაცხადა ნათია თურნავამ "იმედის" ეთერში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press