უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ ხოფერია აცხადებს, რომ "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი "მოწამლული იქნა მტრის მიერ".
როგორც ხოფერია ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, მამულაშვილი მკურნალობს, ლეგიონი კი, ბრძოლას განაგრძობს.
"ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ, მაგრამ, იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა, ვუთხრა მტრებს, ჩვენ მტრებს, ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს", - განაცხადა არჩილ ხოფერიამ.
აღნიშნულ საკითხს თავად მამულაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ახლა ტოქსიკოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს, რათა მძიმე მეტალების ორგანიზმიდან გამოყვანა მოხდეს.
"ეს იწვევს საკმაოდ რთულ დაზიანებებს ნერვულ სისტემაში და შინაგან ორგანოებში. კულმინაცია გადალახული იყო უკვე, ტოქსიკოლოგიური ანალიზი რომ ჩამოვიდა. უბრალოდ, ახლა მიმდინარეობს ასეთი ტოქსიკოლოგიური მკურნალობა ამ მძიმე მეტალების გამოყვანისას.
ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა. როგორც იცით, არაერთხელ ყოფილა ასეთი მოწამვლა ადამიანების რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და სხვას ვერავის დავაბრალებ, ჩვენი მტერი არის რუსეთი", - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press