Foto

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - პოლონეთი არ არის თანახმა, რომ უკრაინას Patriot-ის სისტემები გადასცეს

პოლონეთი არ არის თანახმა, საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცეზარ ტომჩიკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ტომჩიკი აცხადებს, აღნიშნული სისტემები იცავენ პოლონეთის ცას და „ეს არ შეიცვლება".

„პოლონეთი არ არის თანახმა, საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცეს. პოლონეთის Patriot-ები იცავენ პოლონეთის ცას და ეს არ შეიცვლება“, - წერს ტომჩიკი.