რუსეთ-უკრაინის ომის ფსონები დიდია, ყველანი ნაკლებად დაცული ვიქნებით, თუ ტირანები იფიქრებენ, რომ საზღვრების გათელვა შეუძლიათ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
როგორც Reuters-ი წერს, ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებას აპირებენ და ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
„ეს კრიტიკული მომენტია. ამ ომის ფსონები დიდია. უკრაინის გადარჩენა, რა თქმა უნდა, მთავარია, მაგრამ ასევეა ჩვენი, ყველასი. არცერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს სამყაროში, სადაც პუტინი იმარჯვებს. ჩვენ, ყველანი ნაკლებად დაცული ვიქნებით, თუ ტირანები იფიქრებენ, რომ საზღვრების გათელვა შეუძლიათ“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press