Foto

ერდოღანი - EU-ის ზოგიერთი წევრი, ვერ აცნობიერებს იმ ღირებულებას, რომელსაც თურქეთი გაერთიანებას მოუტანს

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებს, ვერ აცნობიერებს იმ ღირებულებას, რომელსაც თურქეთი მოუტანს გაერთიანებას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთის მისწრაფებაა, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ზოგიერთი წევრი თურქეთის ამ გულწრფელ ნაბიჯებს ხელს უშლის.

„ჩვენი გულწრფელი მცდელობის  მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებენ, ვერ აცნობიერებენ იმ დამატებით ღირებულებას, რომელსაც თურქეთი მოუტანს გაერთიანებას“, - განაცხადა ერდოღანმა.