უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, 2024 წლის განმავლობაში იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდ დოლარს გადასცემს.
"შეთანხმება უსაფრთხოების, თავდაცვის სფეროებში და ჰუმანიტარულ დახმარებას, ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობას, ასევე მშვიდობის ფორმულაზე ერთობლივ ძალისხმევას მოიცავს. გარდა ამისა, შეთანხმება გულისხმობს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და აგრესორის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობებს. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია ითანამშრომლებს უკრაინასთან, მის რეკონსტრუქციასა და აღდგენაში. იაპონიისთვის ამ ტიპის შეთანხმება და მხარდაჭერის ეს დონე გარღვევაა", - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press