"სელფი", ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ერონვული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, ეწვიონ სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს ე.წ. ფანზონებს. სამივე ქალაქში ფანზონები პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მიცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ. შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ შემოსულ სტუმრებს დახვდებათ "სელფის" საჩუქრები. სამივე ლოკაციაზე, მატჩის დღეს, თამაშის დაწყებამდე, ფანზონას ესტუმრება ქართული ფეხბურთის ლეგენდა: შოთა არველაძე - დორტმუნდში, თემურ ქეცბაია - ჰამბურგში და ლევან ყენია - გელზენკირხენში.
ფანზონების განთავსების მისამართებია:
დორტმუნდი: The Londoner |18 ივნისი ჰამბურგი: Klempaus Paulaner | 22 ივნისი გელზენკირხენი: Fankeipe auf Schalke | 26 ივნისი
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press