მედვედევი გიწონებთ საქციელს და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ, - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
მანჯგალაძე მმართველ პოლიტიკურ გუნდს "გამოფხიზლებისკენ" მოუწოდებს.
"დავუშვათ, ვერ მიხვდით რუსული კანონის არსს და მნიშვნელობას ვერც პირველ მოსმენაზე, ვერც მეორეზე, ვერც მესამეზე, ვერც იმით რომ ასობითათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ნიშნის მოგებით რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო, მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი გიწონებთ საქციელს და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ. ახლა მაინც გამოფხიზლდით, რა ზიანი მოუტანეთ ქვეყანას და ხალხს. თქვენგან დიდი მოლოდინი არ მაქვს და ის მაინც გააკეთეთ, რომ დარჩენილ ვადაში არჩევნებამდე რამე სხვა დიდ შარს და ხიფათს არ გადაკიდოთ ეს ქვეყანა",- მიმართავს მანჯგალაძე "ქართულ ოცნებას".
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press